Saturday, May 25, 2013

1.   პროექტის სახელწოდება

საკურნალო ნივრისდედა
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით.
ვანის რაიონ სოფ.სულორის მაღალმთიან ნაწილში ხარობს მცენარე სამკურნალო ნივრისდედა, რომელსაც იბარებს ერთ-ერტი კომპანია.ხდება ამ მცენარის
გადაჭარბებული ამოღება,რაც გამოიწვევს მის გადაშენებას ამ ეკოსისტემაში
3.პროექტის აქტუალობა.
ეკოსისტემაზე ადამიანის უარყოფითი ზემოქმედება ნაკლებადაა ცნობილი ან გააზრებული მოსახლეობის მიერ. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებულობას და მოქალაქეობრივი ვალის აღქმას
4.შესწავლილ იქნას ნივრისდედას გავრცელების არეალი უფროსი ასაკის მცხოვრებთა მეხსიერებაზე დაყრდნობით,შევადაროთ ახლანდელ მდგომარეობას. კვლევის შედეგები გავაცნოთ მოსახლეობას და დავსახოთ პრობლემის გადაჭრის გზები
5.მონაწილეთა ასაკი.
15-70 წელი.
6. ვადები/ ხანგრძლივობა.
აპრილი-მაისი 2013წ.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
მოსახლეობა გაიაზრებს, რომ თუ  დაუდევრად გააგრძელებს მცენარის ამოღებას არა მარტო  გადააშენებს ამ სახეობას, არამედ  დაკარგავს შემოსავლის წყაროს.
8.პროექტისთვის საჭირო რესურსები;
პროექტში მონაწილე ადამიანები,სახაზავი სატრანსპორტო საშუალება.
9.ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლე თავად მუშაობს ნივრისდედას
ამოღებაზე.სამუშაო ჯგუფს დავაკომპლექტებ ამ მოსწავლეების, მატი მშობლების და სოფლის სხვადასხვა ასაკის მკვიდთაგან.სამუსაოს დაწყებამდე ამ ადამიანთა მიერ დავადგენ მცენარის გავრცელების არეალს დაშევადგენ გეგმას სამუშაოს შესასრულებლად. 10 სვადასხვა ადგილზე შევისწავლით 1კვ.მ-ზე მცენარეთა რაოდენობას.საშუალო არითმეტიკულით გავიანგარიშებთ გავრცელების სიხშირეს,იგივე სამუშაოს შევასრულებთ სეზონის დამთავრების  სემდეგაც.გავაკეთებ შედარების ცხრილს.შედეგებს გავაცნობ მოსახლეობას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ბიომრავალფეროვნების გაღარიბება ადამიანის საქმიანობის შედეგად.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი);
ნანა კოკალეიშვილი.
12. ხელმძრვანელის ელ.ფოსტა:
kopaleishvilinana@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
kopaleishvilinana.blogspot.com